თეთრი სახლი: რუსეთმა შესაძლოა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე მიიტანოს იერიში და ამაში უკრაინა დაადანაშაულოს

თეთრი სახლი: რუსეთმა შესაძლოა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე მიიტანოს იერიში და ამაში უკრაინა დაადანაშაულოს

აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთმა შესაძლოა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე მიიტანოს იერიში და ამაში უკრაინა დაადანაშაულოს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ადამ ჰოჯმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-მა მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინულ პორტებთან დამატებითი საზღვაო ნაღმები განათავსა.

„ჩვენი ინფორმაციით, ეს არის მიზანმიმართული ქმედება რუსეთის მხრიდან, რათა გაამართლოს ნებისმიერი თავდასხმები შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე და ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისროს“, - აცხადებს ადამ ჰოჯი.