დემონსტრანტებმა ბაღდადში შვედეთის საელჩოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს

დემონსტრანტებმა ბაღდადში შვედეთის საელჩოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს

ერაყში დემონსტრანტებმა შვედეთის საელჩოს ცეცხლი წაუკიდეს. საპროტესტო აქცია ბაღდადში გამთენიისას დაიწყო.

ასობით ერაყელი საელჩოსთან მას შემდეგ მივიდა, რაც ცნობილი გახდა, რომ შვედეთის პოლიციამ სტოკჰოლმში ერაყის საელჩოსთან მიტინგის გამართვის უფლება გასცა, რომელშიც სულ ორი ადამიანი გეგმავდა მონაწილეობას და მათგან ერთი ის კაცი იყო, რომელმაც ივნისში სტოკჰოლმის მეჩეთის წინ, ყურანი დაწვა.