The Financial Times: უკრაინის კონტრშეტევას ხელს უშლის უზარმაზარი დანაღმული ველები, რაც იწვევს უდიდეს მსხვერპლს და ანელებს პროგრესს

The Financial Times: უკრაინის კონტრშეტევას ხელს უშლის უზარმაზარი დანაღმული ველები, რაც იწვევს უდიდეს მსხვერპლს და ანელებს პროგრესს

უკრაინელი მეთაურების თქმით, რუსულმა ძალებმა გაშიფრეს უკრაინელების ტაქტიკა მტრის პოზიციების ხელში ჩაგდების მიმართულებით და ამის შესაჩერებლად ტერიტორიის დანაღმვას იყენებენ. ამის შესახებ The Financial Times-ი წერს.

„უკრაინის კონტრშეტევას რუსეთის წინააღმდეგ მის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში ხელს უშლის რუსეთის მიერ დანაღმული უზარმაზარი ველები, რაც იწვევს უდიდეს მსხვერპლს და ანელებს პროგრესს. დასავლური ჯავშანტექნიკა უზრუნველყოფდა გარკვეულ დაცვას, მაგრამ დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკა განადგურდა ნაღმების გამო.

დანაღმული ველები ანელებს უკრაინის ძალისხმევას და მკვეთრად ზღუდავს მათ მანევრირებას, რაც წარსულში გამოყენებულ საბჭოთა ტაქტიკას წააგავს. სამედიცინო ცენტრებში ნაღმების აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, არიან დასახიჩრებულებიც, ოპერაციები ხშირად ამპუტაციით მთავრდება.

დანაღმული ველების გარღვევა და სტრატეგიული წინსვლა უკრაინის კონტრშეტევისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება“, - წერს გამოცემა.