მებაჟე ოფიცრების მიერ, დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა

მებაჟე ოფიცრების მიერ, დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი" და ,,ქუთაისის აეროპორტი", ასევე, ,,ბათუმის" გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 39 339,81 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქის ი. ა.-ს საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. პაკისტანის მოქალაქეს მ.ა-ს  საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქციის სახით, ფულადი ჯარიმა 4751,81 ლარი შეეფარდა, ხოლო ერთ-ერთი კომპანია 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად 10372 ლარით დაჯარიმდა.