საბერძნეთსა და თურქეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

საბერძნეთსა და თურქეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

მაღალი ტემპერატურის პარალელურად, საბერძნეთი ორი დღეა ტყის ხანძარს ებრძვის. სტიქია ათენთან ახლოს მძვინვარებს. ტყის მასივში გაჩენილი ცეცხლი ახლომდებარე დასახლებებთანაც ვრცელდება, რის გამოც მოსახლეობა გაიხიზნა.

უკვე განადგურებულია ათობით საცხოვრებელი სახლი და ავტომობილები. ხანძრის ლოკალიზებას 250 სამაშველო ბრიგადა, 75 ერთეული სპეცტექნიკა, 11 თვითმფრინავი და 10 ვერტმფრენი ცდილობს. მაშველებს მოხალისეებიც ეხმარებიან.

ტყის ხანძები მძვინვარებს მეზობელ თურქეთშიც. ქვეყენაში ცეცხლის რამდენიმე კერაა დაფიქსირებული. სტიქიასთან ბრძოლისთვის მობიულიზებულია როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო სამაშველო სამსახურები. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია ჩინაკალეში. ძლიერი ქარის გამო დიდია რისკი, რომ ცეცხლი ტყის მასივიდან დასახლებულ რაიონებზეც გავრცელდეს.