ალუბლის კლაფუტი

ალუბლის კლაფუტი

ინგრედიენტები

600   გრამი ტკბილი ალუბალი

2   ს/კ გამდნარი კარაქი

4   ცალი კვერცხი

1   ჭიქა რძე

3/4  ჭიქა ფქვილი

1/4  ს/კ მარილი

1/2  ჭიქა შაქარი

1/2  ს/კ ნუშის ექსტრაქტი

1/2  ს/კ ვანილის ექსტრაქტი

შაქრის პუდრა

მომზადებ

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180°C-ზე. წაუსვით კარაქი 26 სმ. სიგანის მრგვალ საცხობ ლანგარს და მოაპნიეთ დაახლოებით 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა.

ჩააწყვეთ ლანგარში ყუნწგაცლილი და უკურკო ალუბლები ერთ ფენად და ცომის მომზადებამდე გადადეთ.

გათქვიფეთ კვერცხი დარჩენილ შაქართან და მარილთან ერთად, შეურიეთ ფქვილი, დაამატეთ რძე, ვანილის და ნუშის ექსტრაქტები და თქვიფეთ კარგად შერევამდე. ბოლოს დაამატეთ გამდნარი კარაქი და მოურიეთ. მიღებული მასა ძალიან ჰგავს ბლინების გასაკეთებელ მასას.

დაასხით ეს ნარევი ალუბლებს და აცხვეთ 40–45 წუთის განმავლობაში, სანამ არ ამოფუვდება და არ გადაიბრაწება.

გააგრილეთ ცხაურზე რამდენიმე წუთით. მირთმევამდე მოაფრქვიეთ შაქრის პურდა. მიირთვით თბილი ან გრილი.