ორი თვის წინ წყნარ ოკეანეში დაკარგული ავსტრალიელი მეზღვაური და მისი ძაღლი იპოვეს

ორი თვის წინ წყნარ ოკეანეში დაკარგული ავსტრალიელი მეზღვაური და მისი ძაღლი იპოვეს

ორი თვის წინ დაკარგული ავსტრალიელი მეზღვაური და მისი ძაღლი წყნარ ოკეანეში იპოვეს. ისინი ამ ხნის განმავლობაში უმი თევზით იკვებებოდნენ და წვიმის წყლის სვამდნენ. ექიმების თქმით მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.

სიდნეის მკვიდრმა, 51 წლის ტიმ შადოკმა ძაღლთან ერთად აპრილში მექსიკიდან საფრანგეთის პოლინეზიისკენ გაცურა, რა დროსაც ძლიერმა ქარიშხალმა მისი ნავი დააზიანა და ის წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში აღმოჩნდა.

„მძიმე განსაცდელი გამოვიარე ზღვაში. უბრალოდ დასვენება და კარგი კვება მჭირდება, რადგან დიდი ხნის განმავლობაში მარტო ვიყავი ზღვაში. სხვა მხრივ, ძალიან ჯანმრთელად ვარ“. – ამბობს მეზღვაური ინტერვიუში.