ვიტალი კლიჩკო მზადაა უკრაინის პრეზიდენტობისთვის კენჭი იყაროს

ვიტალი კლიჩკო მზადაა უკრაინის პრეზიდენტობისთვის კენჭი იყაროს

ვიტალი კლიჩკო მზადაა უკრაინის პრეზიდენტობისთვის კენჭი იყაროს. ამის შესახებ კიევის მერმა უკრაინულ გამოცემა „ლევი ბერეგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„თუ საჭირო იქნება ჩემი ცოდნა, ენერგია გამოცდილება რათა უკრაინა ევროპული ქვეყანა გავხადოთ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ყველაფერს გავიღებ“, - ასე უპასუხა ვიტალი კლიჩკომ ჟურნალისტის შეკითხვას, სურს თუ არა მას სახელმწიფოს მეთაურობა.

ამასთან, კლიჩკომ აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვების გარეშე რაიმე სახის პოლიტიკური გეგმების დაანონსება არასწორია და დასძინა, რომ პრეზიდენტობაზე მაშინ ისაუბრებს, როცა საპრეზიდენტო არჩევნები იქნება. კიევის მერის თქმით, პრეზიდენტობა დიდი პასუხისმგებლობა და მძიმე ტვირთია.