ესპანეთის კუნძულ ლა პალმაზე გაჩენილი ხანძრის გამო, 4 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ესპანეთის კუნძულ ლა პალმაზე გაჩენილი ხანძრის გამო, 4 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ესპანეთის კუნძულ ლა პალმაზე გაჩენილი ხანძრის გამო, 4 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ცეცხლი ტყის მასივში უკვე ორი დღეა მძვინვარებს, რომლის ლოკალიზებას სამაშველო ავიაცია და 300 ერთეული სახანძრო ბრიგადა ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს. სტიქიასთან გამკლავებას ძლიერი ქარი და ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა უშლის ხელს. ხანძარმა უკვე 5 000-მდე ჰექტარი ფართობი მოიცვა.

სტიქიის ზონასთან ახლომდებარე დასახლებებში, 13 სახლი განადგურდა.