ირანის ისლამურ რესპუბლიკაში 10-თვიანი პაუზის შემდეგ ზნეობის პოლიციის მუშაობა აღდგა

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში 10-თვიანი პაუზის შემდეგ ზნეობის პოლიციის მუშაობა აღდგა

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში 10-თვიანი პაუზის შემდეგ ზნეობის პოლიციის მუშაობა აღდგა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სამართალდამცველები ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფენ ქალების მიერ ე.წ ისლამური დრესკოდის შესრულებას, მათ შორის ჰიჯაბის ტარების ვალდებულებას.

ზნეობის პოლიციის პატრულირება ირანში ახალგაზრდა ქალბატონის, მაჰსა ამინის მკვლელობიდან 10 თვის შემდეგ აღადგინეს, რომელიც თითქოსდა ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო პოლიციელებმა სცემეს. ის მიყენებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა. ფაქტმა ისლამური რესპუბლიკაში მასშტაბური საპროტესტო ტალღა გამოიწვია, რომლის ფონზეც ზნეობის პოლიციის პატრულირება დროებით შეჩერდა.