ყირიმის ხიდზე იერიში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა და უსაფრთხოების სამსახურმა მიიტანეს. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით РБК-Україна წერს.
„ხიდზე იერიში დრონების საშუალებით განხორციელდა. ხიდთან მისვლა რთული აღმოჩნდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს შევძელით“, - აცხადებს გამოცემის წყარო.
РБК-Україна ასევე აღნიშნავს, რომ მანამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილი მალიუკმა ყირიმის ხიდს კანონიერი სამხედრო სამიზნე უწოდა.