ცეკვა

ცეკვა "მთიულურს" აზერბაიჯანელები იჩემებენ

ცოტა ხნის წინ, პოპულარულ ვიდეო-პორტალ youtube-ზე გავრცელებულ ვიდეო-რგოლში აზერბაიჯანის სახელმწიფო ანსამბლი მთიულურ ცეკვას ასრულებს და ამას ვიდეოს ავტორი "იგიდლერ" ანუ მამაცთა ცეკვად ასაღებს. 

აღნიშნული ვიდეორგოლის კომენარებში ქართველი მომხმარებლები აღშფოთებულები პროტესტს გამოთქვამენ და ცეკვის ქართულ წარმომავლობას ამტკიცებენ. თუმცა, ამით არაფერი იცვლება და რგოლი ჯერჯეროობით კვლავ პოპულარულია და არავინ ფიქრობს ინტერნეტიდან მის ამოღებაზე.

ამ ეტაპზე, ვიდეორგოლი 4100 ადამიანზე მეტმა ნახა, რაც საკმაოდ დიდი ციფრია ვიდეოს აზერბეიჯანულობის პირობაზე. ქართველი ქორეოგრაფერი ჯერჯერობით განცხადებასაც არ აკეთებნ ამ ფაქტთან დაკავშირებით.

ბევრის აზრით, ამ ცეკვაში პრობლემა ის კი არ არის რომ მთიულურ ცეკვას "აზერბაიჯანულად" ასაღებენ, არამედ პრობლემა ის ქართველი ქორეოგრაფია, ვინც ამ ცეკვის ბაქოში დადგმაში დიდძალი ფული აიღო ნავთობით გამდიდრებული აზერბაიჯანელებისგან. იხილეთ თანდართული ვიდეო.