ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ნოდარ დუმბაძის 95 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მრავალფეროვანი კულტურულ-სპორტული ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მწერლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლით - „ინტერვიუ სარკეში“ დასრულდა.