პენტაგონი უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემას ადასტურებს

პენტაგონი უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემას ადასტურებს

პენტაგონი უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემას ადასტურებს. ცნობას აშშ-ის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

„ამ დროისთვის კასეტური საბრძოლო მასალები მართლაც ჩასულია უკრაინაში“, - განაცხადა აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორმა გენერალ-ლეიტენანტმა დუგლას სიმსმა. ამერიკელ გენერალს არ დაუდასტურებია, გამოიყენეს თუ არა უკრაინელმა ჯარისკაცებმა მიღებული საბრძოლო მასალა.

უკრაინისთვის კასეტური საბრძოლოს მასალის გადაცემის გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ კვირაში მიიღო.