ვიქტორ ორბანი: უკრაინაში ომი მაშინვე დასრულდება, როგორც კი ამას აშშ მოისურვებს, ვინაიდან უკრაინამ სუვერენიტეტი დაკარგა

ვიქტორ ორბანი: უკრაინაში ომი მაშინვე დასრულდება, როგორც კი ამას აშშ მოისურვებს, ვინაიდან უკრაინამ სუვერენიტეტი დაკარგა

უკრაინაში მიმდინარე ომი მაშინვე დასრულდება, როგორც კი ამას აშშ მოისურვებს, ვინაიდან უკრაინამ სუვერენიტეტი დაკარგა, - ამის შესახებ რადიო Kossuth-ის ეთერში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვაშინგტონი მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებდა, ეს მომდევნო დილითვე მოხდებოდა.

„თუ ამერიკელები მოისურვებენ, მშვიდობა ხვალ დილითვე დამყარდება. რატომ არ სურთ ეს ამერიკელებს - ამ კითხვაზე მთელი მსოფლიო ფიქრობს. რეალურად, უკრაინამ სუვერენიტეტი დაკარგა: მას არ აქვს ფული, სამხედრო მრეწველობა, არ აქვს საკუთარი სიმძლავრეები სამხედრო წარმოებისთვის. ფულს უკრაინა ძირითადად აშშ-ისგან იღებს, სამხედრო საშუალებებს - ასევე ამერიკისა და დასავლეთისგან“, - აღნიშნავს უნგრეთის პრემიერი.