ჯო ბაიდენი: ომის დროს უკრაინის ნატოში გაწევრიანება გულისხმობს მესამე მსოფლიო ომში ჩართვას

ჯო ბაიდენი: ომის დროს უკრაინის ნატოში გაწევრიანება გულისხმობს მესამე მსოფლიო ომში ჩართვას

ომის დროს უკრაინის ნატოში გაწევრიანება გულისხმობს მესამე მსოფლიო ომში ჩართვას, - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფინეთში, ჩრდილოეთის ქვეყნების სამიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჯო ბაიდენის თქმით, ახლა მთავარი განხილვის თემაა არა ის, გახდება თუ არა უკრაინა ნატოს წევრი, არამედ ის, თუ როდის შეძლებს ქვეყანა ამას.

როგორც თეთრი სახლის ლიდერი აცხადებს, რუსეთი, ადრე თუ გვიან, მიხვდება, რომ ომი უკრანაში მის ინტერესებში არ შედის.