ლევან ნიკოლეიშვილი: ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ კიდეც ბევრი პარამეტრით, მაგრამ ეს არის სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია, ამიტომ გასაწევრიანებლად საჭიროა პოლიტიკური ნება

ლევან ნიკოლეიშვილი: ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ კიდეც ბევრი პარამეტრით, მაგრამ ეს არის სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია, ამიტომ გასაწევრიანებლად საჭიროა პოლიტიკური ნება

გასაგებია, რომ ბევრ ფაქტორზეა არის დამოკიდებული ჩვენი მიღება, მაგრამ უმთავრესი არის პოლიტიკური ნება და გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტენ, რომ საქართველო აუცილებლად უნდა იყოს ნატოს წევრი, აუცილებლად მიიღებენ და ფაქტობრივად, ჩვენ ყველაფერი გვაქვს გაკეთებული, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნატოსთან მიმართებაში თუკი რაიმე არსებობს, აბსოლუტურად ყველაფერი აქვს შესრულებული საქართველოს.

„ჩვენთან მიმართებაში არაფერი შეცვლილა. კარი ისევ ღიაა, არავინ არ გვეუბნება, რომ ნატოში არ მიგვიღებენ, მაგრამ არც დროს გვეუბნებიან. რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ბევრ ფაქტორზეა არის დამოკიდებული ჩვენი მიღება, მაგრამ უმთავრესი არის პოლიტიკური ნება და გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტენ, რომ საქართველო აუცილებლად უნდა იყოს ნატოს წევრი, აუცილებლად მიიღებენ და ფაქტობრივად, ჩვენ ყველაფერი გვაქვს გაკეთებული. არ მინდა შევადარო ევროკავშირთან ურთიერთობას, სადაც გვაქვს 12-პუნქტიანი რეკომენდაციები, რაღაცაზე გვედავებიან რომ შესრულებულია, ან არაა შესრულებული, ან სხვანაირად უნდა გაკეთდეს. ნატოსთან მიმართებაში თუკი რაიმე არსებობს, აბსოლუტურად ყველაფერი აქვს შესრულებული საქართველოს. ყველა სტანდარტს ვაკმაყოფილებთ: დამსახურება, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, ასევე ვართ ძალიან საიმედო პარტნიორები. საერთაშორისო მისიებში ყველაზე მეტად უხაროდათ ჩვენთან ერთად საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა სანდოობიდან და პროფესიონალიზმიდან გამომდინარე. გარდა ამისა, არაერთი სწავლება ჩატარდა საქართველოში ნატოს ეგიდით, სადაც ჩვენ ვიყავით ლიდერის პოზიციაზე. ბევრ ნატოს წევრ ქვეყანას ვუსწრებთ კიდეც ბევრი პარამეტრით, მაგრამ ეს არის სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია, ამიტომ გასაწევრიანებლად საჭიროა პოლიტიკური ნება. ამაში იგულისხმება ის, თუ რამდენად სჭირდება ნატოს, რომ საქართველო იყოს ალიანსის წევრი“, - აცხადებს ნიკოლეიშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები და უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ტერიტორიებით ჩვენი მიღება ნატოს გაუჭირდება.

„არაერთი ექსპერტი და ნატოს ყოფილი მაღალჩინოსანი ლაპარაკობს გერმანულ მოდელზე, მაგრამ იქ ცოტა სხვა სიტუაცია იყო. ეს მიზეზები, რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ყველაზე მთავარი. რისთვის გვინდა ნატოს წევრობა? რომ იყოს უსაფრთხოების ქოლგა. ასეც არ არის, რომ უსაფრთხოების ქოლგა გაიშალოს, ჩვენ წამოვწვეთ და არაფერი გავაკეთოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის“, - ამბობს ანალიტიკოსი.