თეა წულუკიანი: თუ წელს ლოგისტიკურად და შინაარსობრივად ყველაფერმა კარგად ჩაიარა, შევძლებთ, რომ მომავალი წლიდან ლევილის მამულში ფესტივალი ტრადიციად ვაქციოთ

თეა წულუკიანი: თუ წელს ლოგისტიკურად და შინაარსობრივად ყველაფერმა კარგად ჩაიარა, შევძლებთ, რომ მომავალი წლიდან ლევილის მამულში ფესტივალი ტრადიციად ვაქციოთ

მას შემდეგ, რაც 1920-იან წლებში ლევილის მამული შეიძინეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა, ამ პერიოდიდან პირველად ლევილის მამული უმასპინძლებს ამ მასშტაბის კულტურულ ღონისძიებათა ციკლს, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ჩვენთვის ეს არის გარკვეული სახის ექსპერიმენტი, რადგან თუ წელს ვიქნებით წარმატებულები, ვნახავთ, რომ ლოჯისტიკურად და შინაარსობრივად ყველაფერმა კარგად ჩაიარა, შევძლებთ, რომ მომავალი წლიდან ეს ფესტივალი ტრადიციად ვაქციოთ. იგულისხმება, რომ წელს 29 ივლისიდან მომდევნო ოთხი, ერთმანეთის მოყოლებით შაბათ-კვირის განმავლობაში, პირველ რიგში, ჩვენი ემიგრაციისთვის, რომელიც ევროპაში იმყოფება, განსაკუთრებით კი მათი არასრულწლოვანი შვილებისათვის თოჯინების თეატრის არაერთი სპექტაკლის ჩვენება გაიმართება, ასევე ქართული ფოლკლორის, როგორც ქართული მრავალხმიანობის, ასევე ცეკვის ჩვენება. ეს არის გელა ფოცხიშვლის ანსამბლი და „ერისიონი“, რომელიც დახურავს ლევილის მამულში ამ ფესტივალს. დიდებისათვის არიან მიწვეულები დრამატული თეატრებიც: ნაჩვენები იქნება დმანისის თეატრის დღეს კიდევ აქტუალური სპექტაკლი „ხალდე“ და არა მხოლოდ. ასევე იქნება ქუთაისის კამერული გუნდი, ქუთაისის ქორეოგრაფიული ანსამბლი, ამბროლაურის ანსამბლი, ქალთა ანსამბლები და „ბასიანი“. ეს არის პირველი წამოწყება, რომ ლევილში ჩვენს გარდასულ წინაპრებს, მათ სულებს დავანახოთ, რომ ჩვენ ისევ ცოცხლები ვართ და დამოუკიდებლები ვართ და ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის დღესაც ვიბრძვით, მათ შორის ჩვენი კულტურით, ცეკვითა და სიმღერით“, - აღნიშნა წულუკიანმა.