დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის (საჯარო ბიბლიოთეკის) საგამოფენო დარბაზში პოეზიის კალენდრის, საინტერესო სახელით – “პოეზიის 365 დღე“ - პრეზენტაცია გაიმართება.
ეს კალენდარი წელს უკვე მეორედ გამოიცემა. პირველ გამოცემაში შესული იყო 100 ავტორის 365 ლექსი. ამჯერად კალენდარში შეტანილია 185 ავტორის 365 ლექსი. პოეზიის კალენდრის შექმნის იდეა ეკუთვნის ნონა მამისეიშვილს, დიზაინი - მაკა ცომაიას, რედაქტორია თამარ ბოდოკია.
კალენდარში იბეჭდება იდეის ავტორის, ნონა მამისეიშვილის, ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას, ტრაგიკულად დაღუპული თეონა ქუმსიაშვილის, მამა შიო შავნაბადელის, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ლექსები. კალენდარი გაფორმებულია გოგა ჩანადირის, პაატა ვარდანაშვილის, დავით ხიზანიშვილის, ბაქარ მეტრეველის, ანანო ძიძიგურის, ვასილ მაღლაფერიძისა და ნასტასია არაბულის ფოტოებით.
გარდა ამისა, გამოცემაშუ შესულია აფხაზეთის ფოტო–კადრებიც. იდეის განმხორციელებლებს, გაგრის, სოხუმის და ბედიის კადრები ნატო კორსანტიამ, ვახტანგ სურგულაძემ და ირაკლი მანაგაძემ მიაწოდეს.