„რასაც რუსები კადრულობენ, ცხოველები არ იკადრებენ! შემზარავია ლისზე ასვლა და ბავშვების გასეირნება“, - წერს დეკანოზი პეტრე კოლხი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველოს მოსახლეობის ნაწილი გაოგნებულია იმით, რასაც რუსები კადრულობენ.
ამ რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ წყალტუბოში არავის უკვირს შიშველი რუსების გამოჩენა, რომლებიც ამ კურორტზე მზეს ეფიცხებიან, მაგრამ უცნაური იყო სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარის სუპერმარკეტში შიშველი რუსი ქალის გამოჩენა, რომელმაც ყველას თავზე დაამხო აგრესია, როცა შენიშვნა მისცეს, რომ სოფელში ასე არ გადაადგილდებიან.
სულ ახლახანს ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის მიმართვაც გახმიანდა, რომელიც საქართველოში შიდსის სწრაფად გავრცელების საშიშროებაზე საუბრობს, რადგან რუსი პაციენტებისგან ფლობს ინფორმაციას, რომ მათ არაერთი ქართველი სქესობრივი პარტნიორი ჰყავთ.
უკეთესი განწყობა არც უკრაინელების მიმართ ფიქსირდება. სოციალურ ქსელში იწერება, რომ სანამ ქართველი მებრძოლები უკრაინაში იღუპებიან, ომს გამოქცეული უკრაინელი კუნთმაგარი მამაკაცები საქართველოში რესტორნებს ხსნიან და ფულის კეთებით არიან დაკავებულნი. ასევე, სარესტორნო ბიზნესში არიან ჩართულნი რუსები.
სოციალურ ქსელში გამოხატული აგრესია რუსების და უკრაინელების მიმართ კრიტიკულ ფაზაში ხომ არ შევა და გაუცხოება ხომ არ დაიწყება არა მარტო რუსების, არამედ ცალკეული უკრაინელების მიმართ?
ყოფილი სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის აზრით, თუკი უკრაინელები შემოვუშვით კანონის საფუძველზე, რაღაცით ხომ უნდა იარსებონ, აბა, საქართველოს ხარჯზე ხომ არ უნდა იყვნენ? დევნილებად ჩაეწერონ და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღონ დახმარება? თუკი შეუძლიათ, ბიზნესი აწარმოონ, რა არის ამაში ცუდი?
პაატა ზაქარეიშვილი იხსენებს, რომ 2008 წელს ომი გვქონდა რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ საქართველოში უამრავი ღონისძიება ტარდებოდა. მეტიც, პაატა ზაქარეიშვილს ახსოვს ისიც, რომ 90-იანი წლების ომის დროს თავად აფხაზეთში იმყოფებოდა, როცა ხალხი დუბაიში მიდიოდა დასასვენებლად. ამიტომ არასწორია სხვის თვალში ვეძებოთ ბეწვი, როცა ჩვენს თვალში დირეა.
„უკრაინის მიმართ გაღიზიანება ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. რა ქნას ამ ხალხმა, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ ვიღაცას მოეწონოს?! მერე რა, თუ უკრაინელი ჯანმრთელი მამაკაცები არიან ჩამოსულები და ბიზნესით ინტერესდებიან, ეს უკრაინის საქმეა. თუ უკრაინამ გამოუშვა ეს ხალხი, ჩვენ რატომ უნდა გავაპროტესტოთ მათი ჩამოსვლა?! უბრალოდ, არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთაც არასდროს არაფერი მოსწონთ, ყოველთვის ყველაზე არიან გაბრაზებულები. გაბრაზებულები არიან სამყაროზე. ამიტომ ვერ დაინახავენ სინამდვილეს. სინამდვილეში კი, ეს ხალხი უკრაინამ გამოუშვა და საქართველოში საჯაროდ მოქმედებენ. რამეს თუ აშავებენ, აგერ, უკრაინის საელჩოა. თუ ვიღაც მოღალატემ და დეზერტირმა გახსნა რესტორანი, საელჩო ვერ შეძლებს ამაზე რეაგირებას?“ - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი for.ge- სთან საუბრისას.
რაც შეეხება რუსების გამომწვევ ქმედებას, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ამისთვის უნდა არსებობდეს კანონი. თუკი ქართულ კანონს არღვევს რუსი და ხულიგნურად იქცევა, პოლიციამ უნდა მიხედოს და არა ხალხმა. ხალხმა შეიძლება შენიშვნა მისცეს, მაგრამ კამათის და ჩხუბის დრო არ არის. პოლიციამ უნდა მოთოკოს ცალკეული ადამიანების აღვირახსნილი ქცევა. ეს შეიძლება იყოს არც თუ ისე სტანდარტულად ჩაცმული ჩაცმული, თრობაში მყოფი რუსი ქალბატონი, რომელიც საკუთარ თავს ვერ აკონტროლებს.
„მე თვითონ ნაცხოვრები ვარ რუსეთში და წარმოდგენა მაქვს ამ კატეგორიის ადამიანებზე. ცალკეულ ღონისძიებაზე, ფესტივალსა და კლუბებში ყველგან არსებობს დაცვა. უცხოეთშიც კლუბებში, სადაც ალკოჰოლური საშუალებები და მსუბუქი ნარკოტიკები იყიდება, ყველგან ხდება ექსცესები, ამისთვის არსებობენ კუნთმაგარი ბიჭები, რომლებიც ამ ხალხს თავიანთ ადგილს მიუჩენენ“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ რაც საქართველოში ხდება, ეს ფენომენალურია იმ მხრივ, რომ რუსების და უკრაინელების ამხელა ნაკადი შემოვიდა, ბევრმა ტრანზიტით გაიარა საქართველო და სხვა ქვეყანაში გავიდა, ზოგი აქ დარჩა, მაგრამ შემოსულთა მიმართ მძიმე კრიმინალური შემთხვევა არ მომხდარა. ეს იმის მიუხედავად, რომ საქართველოში კრიმინოგენური სიტუაცია არ არის მარტივი, სულ ახლახანს გული შეეკუმშებოდა ადამიანს, რადგან საგარეჯოში შვილმა მოკლა დედა, უფრო ადრე მამაკაცმა ავტობუსში ყელი გამოჭრა თავის ცოლს. თუმცა ერთი მკვლელობა არ მომხდარა დღემდე, ერთი დაჭრილი არ მიუყვანიათ საავადმყოფოში ეთნიკურ ნიადაგზე შელაპარაკების გამო.
„ერთადერთი შემთხვევა ვიცი, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლა მოხდა და შემთხვევით ტყვია მოხვდა უკრაინელ ტურისტს, არ დაიჭრა მძიმედ, მაგრამ ეს ფაქტი იყო. ეს უნიკალური შედეგია, მიუხედავად იმისა, რომ „ნაცები“ ეცადნენ პროვოკაციას. ჯერ ლარსთან დახვდნენ რუსებს ტრანსპარანტებით, „გაეთრიეთ საქართველოდან“, მერე დაინახეს, რომ ქართველებს არ მოეწონათ ეს ამბავი, რადგან ჩვენს ეკონომიკას დადებითად დაეტყო მათი შემოსვლა. ცხადია, ცალკეული უარყოფითი ფაქტები არის, მაგალითად, ბათუმში იყო შემთხვევა და ესეც ჩაქრა. შეუძლებელია იმის გამორიცხვა, რომ სადღაც შეიძლება დაპირისპირება მოხდეს, მით უმეტეს, რომ არიან პროფესიონალი პროვოკატორები „ნაცისტების“ სახით. რა მიკვირს, იცით, მე ჯერ არ მინახავს მთვრალი რუსი ან უკრაინელი ტურისტი ქუჩაში, ან ხმამაღალი ლაპარაკი რომ იციან. ვაკეში რუსები საკმაოდ ბევრნი არიან, ყოველდღიურად მხვდებიან, ძირითადად ინტელიგენტურად მოქმედებენ. სხვათა შორის, აფთიაქებში, მაღაზიებში ჯერ ინგლისურად იციან ხოლმე მიმართვა, რომ არ გააღიზიანონ ქართველები, ზოგჯერ ქართულადაც იტყვიან „დიდი მადლობა“, რაღაცები ისწავლეს. აცნობიერებენ, რომ რუსეთში არ იმყოფებიან და სხვაგან არიან და სიფრთხილით მოქმედებენ“, - აცხადებს პეტრე მამრაძე for.ge- სთან საუბრისას.
მისივე თქმით, ფეისბუკში „ნაცები“ დესტრუქციულად მუშაობენ. როცა „ნაცისტებმა“ დაიწყეს ყვირილი, „ჩაიკეტოს ლარსი, არ შემოვუშვათ არავინ“, ზუსტად მაშინ გამოვიდა ჯერ ბაიდენი, მერე შოლცი და ერთი და იგივე თქვეს: „ჩვენ ფართოდ ვუღებთ კარს რუსეთის ყველა მოქალაქეს, რომელიც ახერხებს, გაექცეს პუტინის რეჟიმს. როგორც სირიელ ლტოლვილებს ფართოდ გავუღეთ კარები, ისე ახლა ველოდებით რუს მოქალაქეებს“. ამის შემდეგ გაჩერდნენ „ნაცები“. პოლონეთსა და ბალტიისპირეთში კი რუსებს შემწყნარებლურად არ ექცევიან, იქ რომ შეუშვან რუსები, ცემა-ტყეპა ატყდება, რადგან მკვეთრად უარყოფითი განწყობაა რუსების მიმართ.
30 წელია ვამტკიცებ რუსები დაქნეულები არიან მეთქი.................ააააა თუ არ არიან....
მაშ ეხლა ამის დროაააა???
ნაცვლად იმისა რომ ამერიკის ჯინაზე პატარა დაგვეპადხოდოს, რაღაცა სიკეტთის მსგავსი მაინც გააკეტოს,,.......................პირიქით
არა რააა, არა .......არა შეჯდა მწყერი ხესაო
ხოოდა უბედურება ისააა ეს კოლუმბი რომ ამათზე უარესია!!!!!!!!!!!!!!! მტერი მოყვრულად მოსული მტერზედაც ბევრჯერ მტერიაო ......
მოკლედ ბედი გვაქვს ნუ იტყვი............წინ კინჯალი უკან კლკლკლკ-ო....ზუსტად ისეა ჩვენი საქმე
ზელინსკი კი არის დურაკი, მაგრამ მართლა ვერ ხვდებიიით, რომ ამ ყველაფერს ამერიკა აკეთეეებს??
აქაც მე ვარ ....... იქაც მე ვაააარო ......... ამით მაგას გვეუბნებნა ეს პიდარასტი კოლუმბი....
ფეხი არ მოგვჭამოს............... ფეხი.............
მანამ აქეთ არ შეგვეხვეწებიან იქით ელჩი აღარ უნდა გაუშვათ...
ამერიკელებს უნდა დავანახოთ რომ ეგენიც და უკრაინელებიც ფანდარასტები არიან