ირაკლი კობახიძე: რაც უფრო ნაკლები პატიმარი იქნება, მით უკეთესი, მთავარია, რომ პატიმრების რაოდენობა არ იყოს არასწორი და რეპრესიული პოლიტიკის შედეგი, რასაც წინა ხელისუფლება აწარმოებდა

ირაკლი კობახიძე: რაც უფრო ნაკლები პატიმარი იქნება, მით უკეთესი, მთავარია, რომ პატიმრების რაოდენობა არ იყოს არასწორი და რეპრესიული პოლიტიკის შედეგი, რასაც წინა ხელისუფლება აწარმოებდა

რაც უფრო ნაკლები პატიმარი იქნება, მით უკეთესი, მთავარია, რომ პატიმრების რაოდენობა არ იყოს არასწორი და რეპრესიული პოლიტიკის შედეგი, რასაც წინა ხელისუფლება აწარმოებდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„დღეს საქართველოში დაახლოებით 9000 პატიმარია. თავის დროზე, როცა „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, იყო 25 000 პატიმარი. რაც უფრო ნაკლები პატიმარი იქნება, მით უკეთესი. მთავარია, რომ პატიმრების რაოდენობა არ იყოს არასწორი და რეპრესიული პოლიტიკის შედეგი, რასაც წინა ხელისუფლება აწარმოებდა. ყველამ იცის, რომ დღეს საქართველოში რეპრესიული პოლიტიკა არ ტარდება და უსამართლო პატიმრები არ გვყავს, ეს არის მთავარი ფაქტი. დარწმუნებული ვარ, რომ თანდათანობით ეს მაჩვენებელი კიდევ შემცირდება“, - აღნიშნა კობახიძემ.