„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნაცმოძრაობის რეჟიმის ერთ-ერთი სახის, გიორგი არველაძის განცხადებას, რომელმაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი შეაფასა სოციალურ ქსელში და დაწერა: „მას სახეზე აწერია კგბ. აშშ-ის სირცხვილია, რომ ასეთ ადამიანებს აძლევს ძალაუფლებას. სირცხვილი.“
დავით ქართველიშვილის განმარტებით, რადიკალებმა მორიგი არაადეკვატური დასკვნა გამოიტანეს, როცა ტულსი გაბარდის სახეზე КГБ ამოიკითხეს, ბრიტანეთის სპეცსამსახურების ახალი შეფის, ქალბატონ მეტრეველის გენეალოგიაში კი - რუსოფობია.
„დღეს „ტოპ ტვინების“ ციებ-ცხელების დღეა, რამეთუ მზეზე მაგნიტური ქარიშხალი ყოფილა. დასავლეთის სპეცსამსახურებს გადასწვდნენ და, რა თქმა უნდა, იქაც რუსეთი დაინახეს - ცნობილმა ფიზიონომისტმა არველაძემ ტულსი გაბარდის სახეზე КГБ ამოიკითხა. აკაცუკების შტატგარეშე ანთროპოლოგმა ნანულამ კი, ბრიტანეთის სპეცსამსახურების ახალი შეფის, ქალბატონ მეტრეველის გენეალოგიაში, სომხურ-პოლონურ-ებრაულ- ქართულ ფესვებში კი, პირიქით - რუსოფობია ამოიკითხა და ამ აღმოჩენით მთელი დღე "ქოცებს" აშინებს. მერე კი წაუკითხეს მეტრეველის ცნობილი ციტატა: "ჩვენ საფრთხეს რუსეთიდან კი ველოდებით, მაგრამ, არა - რუსი ხალხისგან" - და საგონებელში ჩავარდა: ორი უცნობით ასეთი განტოლება ცხოვრებაში ჯერ არ ამოუხსნია - ამით მეტრეველს რისი თქმა უნდოდა, ნანულა გაიხლართა“, - წერს დავით ქართველიშვილი.