არჩილ გორდულაძე: კეთილი უნდა ინებოს გახარიამ და საზოგადოებას აუხსნას, რისგან იყო ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა ინსპირირებული. ისე კი არა, როგორც საგამოძიებო კომისიის წინა სხდომაზე ყველანაირად რომ ცდილობდა კითხვებს გაჰქცეოდა

არჩილ გორდულაძე: კეთილი უნდა ინებოს გახარიამ და საზოგადოებას აუხსნას, რისგან იყო ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა ინსპირირებული. ისე კი არა, როგორც საგამოძიებო კომისიის წინა სხდომაზე ყველანაირად რომ ცდილობდა კითხვებს გაჰქცეოდა

კეთილი უნდა ინებოს ამ ადამიანმა და საზოგადოებას აუხსნას, რისგან იყო ეს [ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა] ყველაფერი ინსპირირებული. ისე კი არა, როგორც საგამოძიებო კომისიის წინა სხდომაზე ვიხილეთ როდესაც ყველანაირად ცდილობდა კითხვებს გაჰქცეოდა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გიორგი გახარიას მისამართით.

„გახარიამ საგამოძიებო კომისიაზე წარდგენის დროს ილაპარაკა ყველაფერი და არაფერი. რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთმანეთის საპირისპირო განცხადებებს აკეთებდა, მათ შორის ჩორჩანასთან დაკავშირებით. თქვა, რომ ჩორჩანაში საგუშაგო პირადად მისი ინიციატივით დაიგა და არ იყო შეთანხმებული არც ერთ რელევანტურ სამსახურთან და არც პარტნიორ ორგანიზაციებთან და ამას არ მოჰყოლია თურმე ტერიტორიების დაკარგვა. 2008 წლის შემდეგ ტერიტორიების დაკარგვის პირველი ფაქტი იყო და საუბარია მილიონ კვადრატულ მეტრზე. გახარია ამბობს, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა მაშინ, როდესაც მოვისმინეთ ჩორჩანას მაცხოვრებლის განცხადებები, რომელმაც გახარია ტყუილში ამხილა.

ალექსანდრე ტაბატაძის განცხადებაც გავრცელდა დღეს, სადაც ის ამბობს, რომ ჩორჩანას გარდა კიდევ ორი საგუშაგოა დადგმული 2008 წლის შემდეგ, რომელთა დაკავშირებითაც არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობს, რადგან შეთანხმებული იყო პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან და ამას არ მოჰყოლია ტერიტორიების დაკარგვა. მილიონი კვადრატული მეტრის ტერიტორიების დაკარგვა პირდაპირ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაა, რადგან არავისთან იკითხა, არავისთან შეათანხმა, სახელმწიფო დონეზე არ გადამწყდარა საკითხი და პირადი ინიციატივით მოხდა. კეთილი უნდა ინებოს ამ ადამიანმა და საზოგადოებას აუხსნას, რისგან იყო ეს ყველაფერი [ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა] ინსპირირებული. ისე კი არა, როგორც საგამოძიებო კომისიის წინა სხდომაზე ვიხილეთ როდესაც ყველანაირად ცდილობდა კითხვებს გაჰქცეოდა“, - აღნიშნა გორდულაძემ.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას კიდევ ერთხელ იბარებენ.