ანდრია გვიდიანი: დღეს სანქციების ჯგუფის წარმომადგენლების მხრიდან დაიმსხვრა ყველა ის ბრალდება, რომელიც თვეების განმავლობაში გვესმოდა. მეტიც, სანქციების ჯგუფის მხრიდან საქართველოს მთავრობამ დაიმსახურა მადლობა

ანდრია გვიდიანი: დღეს სანქციების ჯგუფის წარმომადგენლების მხრიდან დაიმსხვრა ყველა ის ბრალდება, რომელიც თვეების განმავლობაში გვესმოდა. მეტიც, სანქციების ჯგუფის მხრიდან საქართველოს მთავრობამ დაიმსახურა მადლობა

დღეს სანქციების ჯგუფის წარმომადგენლების მხრიდან დაიმსხვრა ყველა ის ბრალდება, რომელიც თვეების განმავლობაში გვესმოდა, - ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში, ანდრია გვიდიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ბრალდებები სანქციებისთვის თავის არიდების შესახებ საქართველოს საქმიანი იმიჯის დაზიანებას ემსახურებოდა და არ დადასტურებულა.

„მეტიც, სანქციების ჯგუფის მხრიდან საქართველოს მთავრობამ დაიმსახურა მადლობა გაწეული სამუშაოსთვის, თანამშრომლობისა და კოორდინაციისთვის, რაც ბოლო პერიოდში სწორედ სანქციებისგან თავის არიდების თვალსაზრისით ხორციელდებოდა. შესაბამისად, დღევანდელ პრესკონფერენციაზე მოვისმინეთ აბსოლუტურად პოზიტიური გზავნილები, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ასეთი ბრალდებები არის უსაფუძვლო და არცერთ კონკრეტულ არგუმენტს არ ეფუძნება“, - განაცხადა გვიდიანმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სანქციების დარღვევის ფაქტების არსებობის შესახებ, პრესკონფერენციაზე ამის შესახებ პირდაპირი მინიშნებები და კონკრეტული განცხადებები გაკეთდებოდა.

საერთაშორისო სანქციებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელების განცხადებით, საქართველოში ხელისუფლებისთვის მადლობის სათქმელად ჩამოვიდნენ. გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ საქართველოში დიდი სამუშაო შესრულდა, შექმნილია კომპლექსური სისტემა, იმისთვის, რომ სანქციების გვერდის ავლა ვერ მოხერხდეს.