პარკი ლობიო

პარკი ლობიო

ინგრედიენტები

1   კგ. პარკი ლობიო

3   კბილი ნიორი

ზეთი

1   კონა ქინძი

1   კონა კამა

1   კონა ოხრახუში

1   კონა მწვანე ხახვი

1   თავი საშუალო ზომის ხახვი

2   ცალი ბულგარული წიწაკა

2   ცალი საშუალო სტაფილო

მომზადება

ლობიოს წავატეხოთ თავი და ბოლოები, გავრეცხოთ და მოვხარშოთ 2 ჭიქა წყალში. მოხარშვის შემდეგ გადავწუროთ და მოვათავსოთ თასში.

ცხელ-ცხელ ლობიოს დავაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, დავახალოთ 2 ცალი კვერცხი. დავამატოთ ცალკე დანაყილი ნიორი.

ეს ყველაფერი ჩავკეპოთ დიდი რკინის კოვზით ან თეფშით.

ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, კუბიკებად დაჭრილი სტაფილო, ბულგარული წიწაკა და დავასხათ თასში მოთავსებულ მასას.

მომზადებული კერძი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც თბილად, ასევე ცივადაც (ცივად უფრო გემრიელია, მითუმეტეს ზაფხულში). რამოდენიმე დღით ინახება მაცივრის ტემპერატურაზე, თუმცა იმდენად გემრიელი გამოდის, რომ მეეჭვება ერთ დღეზე დიდხანს გააჩეროთ… სუფრასთან მიტანამდე ზემოდან მოაყარეთ ცოტა დაჭრილი მწვანილი და გვერდებზე შემოუწყვეთ გაფრცქვნილი კიტრი, ასე ბევრად გემრიელი იქნება.