ირაკლი კობახიძე: ლექსებს უძღვნიდნენ პრიგოჟინს, პირდაპირ გულშემატკივრობდნენ კაცს, რომელიც ამაყობდა იმით, რომ მოაწყო უკრაინელების სასაკლაო ბახმუტში

ირაკლი კობახიძე: ლექსებს უძღვნიდნენ პრიგოჟინს, პირდაპირ გულშემატკივრობდნენ კაცს, რომელიც ამაყობდა იმით, რომ მოაწყო უკრაინელების სასაკლაო ბახმუტში

ყველაზე მარტივი იყო სიმშვიდის შენარჩუნება. ბუნებრივია, ჩვენი საქმე ვერ იქნება სხვა სახელმწიფოს, მათ შორის რუსეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„თუმცა, ვერ მოითმინეს და საკუთარი თავი აჩვენეს - პირდაპირ გულშემატკივრობდნენ კაცს, რომელიც ამაყობდა იმით, რომ მოაწყო უკრაინელების სასაკლაო ბახმუტში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ელემენტარული ანალიზის საშუალება ხომ უნდა გქონდეს მიხვდე, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სცენარი. გამოავლინეს ათასი სისულელე. ლექსებს უძღვნიდნენ პრიგოჟინს, ეს უბრალოდ იყო სამარცხვინო. კიდევ კარგი, ეს ადამიანები არ იყვნენ იმ დღეს ხელისუფლებაში, ქვეყანას დააწევდნენ უბედურებას“, - აღნიშნა კობახიძემ.