ნებისმიერი ერთი ქვეყნის პოზიციას შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა დადებითი ან უარყოფითი კუთხით. იქიდან გამომიდინარე, რომ ევროპულ საბჭოში გადაწყვეტილებები მიიღება სრული კონსენსუსით, საჭიროა 27-ვე ქვეყნის მხარდაჭერა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ნებისმიერი ერთი ქვეყნის პოზიციამ შესაძლოა განაპირობოს გადაწყვეტილების ერთი ან მეორე ფორმით მღება. თუ „გლობალური ომის პარტია“ გადაწყვეტს, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, მას შეუძლია გამოწიოს ნებისმიერი ერთი ქვეყანა და ამ შემთხვევაში ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭება. ასეთ პირობებში ჩვენთვის ნებისმიერი ქვეყნის ძლიერი მხარდაჭერა არის განსაკუთრებით ღირებული. რისკები გვაქვს. 27-დან ერთიც რომ გამოწიოს „გლობალურმა ომის პარტიამ“ არ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. ასეთ პირობებში ჩვენი შანსები უხეშად არის ერთი ოცდამეშვიდედი. წარმოიდგინეთ რამხელა რისკებზეა საუბარი. ეს არის დაახლოებით 4%, არ კი“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ