შსს-ს ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი კორნელი მ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა, კორნელი მ. ქობულეთის რაიონის სოფელ ცეცხლაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ოპელის“ მარკის ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს. ავტომანქანის ჩხრეკისას „ა-კა-ემ“-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 29 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ს 236 მუხლის 3-ე ნაწილით).