ბრედ პიტი სიკვდილს კიდევ ერთხელ გადაურჩა

ბრედ პიტი სიკვდილს კიდევ ერთხელ გადაურჩა

ლოს-ანჟელესში ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედ პიტი ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც უცნობი პაპარაცი ბრედ პიტის მოტოციკლის დაეჯახა. მსახიობი არ დაშავებულა.

მას შემდეგ რაც მის მოტოციკლს პაპარაცის მანქანამ დაარტყა, პიტი, რომელიც ზომიერი სიჩქარით მოძრაობდა, იქვე მდგარ ავტომობილს დაეჯახა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შემთხვევის შემდეგ, პიტმა თავისი სატრანსპორტო საშუალება იქვე დატოვა და ჟურნალიტებთან ურთიერთობის თავის ასარიდებლად ერთ-ერთ სახლში მიიმალა, რომელიც მოგვიანებით უკანა გასასვლელიდან დატოვა.

მოტოციკლი ბრეტ ბიტს მისა მეუღლემ ანჯელინა ჯოლიმ დაბადების დღეზე - 45 წლის შესრულებასთან დაკავშირებით აჩუქა. მან Ducati Monster 1100S Titanium იტალიაში შეუკვეთა და ის 12 ათასი აშშ დოლარი დაუჯდა.