ირაკლი კობახიძე: ვხედავთ ინტერესს, ცესკოში შეიქმნას ხელოვნური ინსტიტუციური კრიზისი, სწორედ ამიტომ გვჭირდება ვეტოს დაძლევა

ირაკლი კობახიძე: ვხედავთ ინტერესს, ცესკოში შეიქმნას ხელოვნური ინსტიტუციური კრიზისი, სწორედ ამიტომ გვჭირდება ვეტოს დაძლევა

ჩვენ ვხედავთ ინტერესს, ცესკოში შეიქმნას ხელოვნური ინსტიტუციური კრიზისი, სწორედ ამიტომ გვჭირდება ვეტოს დაძლევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ჩვენ ყველა შემთხვევაში დაგვჭირდება ვეტოს დაძლევა, მათ შორის ტექნიკური მიზეზის გამოც. რეგლამენტში ცვლილებები, რომელიც უკავშირდებოდა ამ პროცედურას, უკვე ამოძრავებულია, შესაბამისად, ვეტო თუ არ დაიძლევა გამოვა, რომ არ არსებობს უბრალოდ პროცედურა, რითაც მოხდება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა. ეს არის ტექნიკური მიზეზი. მთავარი არის ის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ საბოტაჟის ინტერესს იმაზე, რომ ცესკოში ხელოვნურად შეიქმნას ინსტიტუციური კრიზისი. თავის დროზე, როდესაც შესაბამისი პუნქტი ჩაიდო 19 აპრილის შეთანხმებაში, ამის მიზანი ცესკოში ინსტიტუციური კრიზისის შექმნა იყო და სწორედ ამის გამო პირველად პროექტს არ მოვაწერეთ ხელი და გადასინჯულ ვერსიას მოვაწერეთ. ახლაც იმავე ინტერესს ვხედავთ, რომ ხელოვნურად შეიქმნას კრიზისი. სწორედ ამის გამო გვჭირდება ვეტოს დაძლევა“, - აღნიშნა კობახიძემ.