ირაკლი კობახიძე: ერთადერთი, რაც შეიძლება გაფუჭდეს ცესკოში, ეს არის თეორიული შემთხვევა, როდესაც ცესკოს აკონტროლებს ოპოზიცია და მათ ეს სტრუქტურა შეიძლება გამოიყენონ საბოტაჟისთვის

ირაკლი კობახიძე: ერთადერთი, რაც შეიძლება გაფუჭდეს ცესკოში, ეს არის თეორიული შემთხვევა, როდესაც ცესკოს აკონტროლებს ოპოზიცია და მათ ეს სტრუქტურა შეიძლება გამოიყენონ საბოტაჟისთვის

ერთადერთი, რაც შეიძლება გაფუჭდეს ცესკოში, ეს არის თეორიული შემთხვევა, როდესაც ცესკოს აკონტროლებს ოპოზიცია და მათ ეს სტრუქტურა შეიძლება გამოიყენონ საბოტაჟისთვის. როდესაც ცესკოს წევრებს საბოტაჟის ინტერესი არ აქვთ, მათ თეორიულადაც კი არაფრის გაფუჭება არ შეუძლიათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„შემოღებულია ელექტრონული ხმის მიცემის წესი და ამომრჩევლის რეგისტრაციის წესი. არჩევნების დღეს ხდება რა: უბნებზე ტარდება კენჭისყრა, მონაცემები შემოდის ცესკოში და ზუსტად ერთ საათში ქვეყნდება ცესკოს ვებგვერდზე. აქ რეალურად ცესკოს, სულ რომ მოინდომოს, არავითარი მანიპულაციის რესურსი არ აქვს. ერთადერთი, რაც შეიძლება გაფუჭდეს ცესკოში, ეს არის თეორიული შემთხვევა, როდესაც ცესკოს აკონტროლებს ოპოზიცია და მათ ეს სტრუქტურა შეიძლება გამოიყენონ საბოტაჟისთვის. როდესაც ცესკოს წევრებს საბოტაჟის ინტერესი არ აქვთ, მათ თეორიულადაც კი არაფრის გაფუჭება არ შეუძლიათ“, - აცხადებს კობახიძე.