შალვა პაპუაშვილი: მიდგომა, თითქოს, ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარე არჩეულია უმრავლესობის მხრიდან ის პარტიულ ხაზს ატარებს და არ შეუძლია შეარჩიოს პროფესიული, კვალიფიციური და მიუკერძოებელი კადრი, ეს ზოგადად სისტემის არასწორი დანახვაა

შალვა პაპუაშვილი: მიდგომა, თითქოს, ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარე არჩეულია უმრავლესობის მხრიდან ის პარტიულ ხაზს ატარებს და არ შეუძლია შეარჩიოს პროფესიული, კვალიფიციური და მიუკერძოებელი კადრი, ეს ზოგადად სისტემის არასწორი დანახვაა

ასე მიდგომა, თითქოს ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარე არჩეულია უმრავლესობის მხრიდან ის პარტიულ ხაზს ატარებს და არ შეუძლია შეარჩიოს პროფესიული, კვალიფიციური და მიუკერძოებელი კადრი, ეს ზოგადად სისტემის არასწორად დანახვაა, - ამის შესახებ საქართველოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა ამ ჩიხიდან გამოსავლის მოძიება და ეს გამოსავალი იყო სწორედ, ის რაც უმრავლეოსბამ ამ კანონში ცვლილების შედეგად შესთავაზა საზოგადოებას, რომ უბრალო უმრავლესობით მოხდეს გადაწყვეტილების მიღება.

„ის, რომ 100 ბევრია, კვალიფიციური უმრავლესობა ბევრია, რომ ამან ჩიხში შეიყვანა მდგომარეობა, ამ ვეტოდან ჩანს, რომ პრეზიდენტი ამ ჩვენს შეშფოთებას და წუხილს იზიარებს, ეს ერთი. მეორე, ამ წუხილიდან გამომდინარე თუკი ვთანხმდებით იმაზე, რომ 2/3, ანუ 100 ხმა არის ზედმეტად დიდი, არის ასე ვთქვათ, იმის რეცეპტი, რომ ჩიხში შევიდეს სიტუაცია, საჭიროა ამ ჩიხიდან გამოსავლის მოძიება და ეს გამოსავალი იყო სწორედ, რომელიც ჩვენ ამ კანონში ცვლილების შედეგად შევთავაზეთ საზოგადოებას, უბრალო უმრავლესობით იყოს გადაწყვეტილების მიღება. ასე მიდგომა, თითქოს ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარე არჩეულია უმრავლესობის მხრიდან ის პარტიულ ხაზს ატარებს და არ შეუძლია შეარჩიოს პროფესიული, კვალიფიციური და მიუკერძოებელი კადრი, ეს ზოგადად სისტემის არასწორი დანახვაა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო.