საკანონმდებლო რეგულაციების დონეზე თითქმის ყველა ევრორეკომენდაცია შესრულებულია და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ამ მხრივ პრეტენზია არც აქვთ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„გრძელდება მუშაობა და ჩვენ მზად ვართ, რომ თუკი არის რაიმე რეალური შენიშვნა, მასზე ვიმუშაოთ და გადავდგათ ნაბიჯები ჩვენი ევროპული მომავლის დღის წესრიგისთვის, რაც გულისხმობს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას და საქართველოს საბოლოო ინტეგრაციას ევროკავშირში“, - აცხადებს მათიკაშვილი.
პარლამენტმა ორგანომ ევროპული რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი უკვე შეასრულა, რადიკალური ოპოზიცია დეპოლარიზაცისთან დაკავშირებულ პუნქტს არ ასრულებს - მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას ოპონენტებს აკისრებს. პოლარიზაციის გაღრმავების ახალ ეტაპზე ოპოზიციის რადიკალური ნაწილი მას შემდეგ გადავიდა, რაც სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.