ბექა დავითულიანი: „საარჩევნო კოდექსზე“ ვეტოს დადება პრეზიდენტს რატომ დასჭირდა, მე ვერ გეტყვით. მგონია, რომ დავძლევთ ამ ვეტოს

ბექა დავითულიანი: „საარჩევნო კოდექსზე“ ვეტოს დადება პრეზიდენტს რატომ დასჭირდა, მე ვერ გეტყვით. მგონია, რომ დავძლევთ ამ ვეტოს

ვეტოს დადება პრეზიდენტს რატომ დასჭირდა, მე ვერ გეტყვით. მგონია, რომ დავძლევთ ამ ვეტოს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„ვეტოს დადება პრეზიდენტს რატომ დასჭირდა, მე ვერ გეტყვით, თუმცა, იმისათვის რომ არჩევნებზე დამატებითი კითხვის ნიშნები არ იყოს და სიმყარის განცდა ჰქონდეს საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ ისინი ასრულებენ მოვალეობას საარჩევნო წელს მაინც, აუცილებელია, მათ გარკვეული ვადით იმუშაონ. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, დაედო ვეტო - მე მგონია, რომ დავძლევთ ამ ვეტოს“, - აცხადებს დავითულიანი.

საქართველოს პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო.