პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადეით, უკვე რამდენჯერმე დადასტურდა, რომ ოპოზიციას არასერიოზული პოლიტიკური სუბიექტები წარმოადგენენ. ასე გამოეხმაურა ის რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ ატეხილ აჟიოტაჟს.
„როცა რევოლუციურ კომიტეტის შექმნი და შენი მთავარი მიზანი იქნება, რომ ქვეყანა შეარყიო და ტურბულენტურ ზონაში შეიყვანო, რასაკვირველია, ყოველთვის იქნები მხილებული იმ მავნებლობაში, რაც გუშინ და გუშინწინ ჩაიდინეს. არასერიოზულობა და სიმჩატე არის დამახასიათებელი ნიშნები იმ ადამიანებისა, რომლებიც გამოეფინნენ გარეთ და მოუწოდებდნენ ქვეყანას დესტაბილიზაციის რესურსები აემოქმედებინა და ჩაეგდო ეს ქვეყანა გასაჭირში“, - აცხადებს ვოლსკი.