რიკარდ იოზვიაკი: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გარეშე, ბუდაპეშტმა შესაძლოა ევროკავშირთან უკრაინის მოლაპარაკებები დაბლოკოს

რიკარდ იოზვიაკი: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გარეშე, ბუდაპეშტმა შესაძლოა ევროკავშირთან უკრაინის მოლაპარაკებები დაბლოკოს

უნგრეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას, თუ ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოები დათანხმდებიან პარალელურად საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, განაცხადა „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა ანონიმურ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ ევროკომისიის ზეპირი მოხსენების ყოვლისმომცველ ანალიზში, იოზვიაკი ამბობს, რომ საქართველო უკრაინის და განსაკუთრებით მოლდოვის უკანაა ევროკავშირის პირობების შესრულების თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, მართალია ორივე ქვეყანა მზადაა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, უკრაინის განაცხადი უნგრეთმა შესაძლოა დაბლოკოს.

amo კარგია
1 წლის უკან