მამუკა მდინარაძე: მთელი მსოფლიო იყო გარინდული, მათ შორის უკრაინელებიც აკვირდებოდნენ სიტუაციას, საქართველოდან კი აღმოჩნდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებდნენ ერთ-ერთ მხარეს

მამუკა მდინარაძე: მთელი მსოფლიო იყო გარინდული, მათ შორის უკრაინელებიც აკვირდებოდნენ სიტუაციას, საქართველოდან კი აღმოჩნდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებდნენ ერთ-ერთ მხარეს

როდესაც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი, მე ვიქნებოდი თუ სხვა, ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ირიბად თუ პირდაპირ მოგვიწოდებენ მეორე ფრონტის გახსნისკენ, ამას კრიტიკა მოჰყვებოდა ხოლმე , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ჩვენ ვნახეთ მთელი დღის განმავლობაში გამონათქვამები, ფრაზები, რომლებიც უტყუარად ადასტურებდა, რომ პატარა მიზეზის შემთხვევაშიც კი, როგორ ცდილობენ ომისკენ მოწოდებას კონკრეტული ადამიანები თუ პოლიტიკური ძალები. ეს არ არის სპონტანური, არამედ დაგეგმილი კამპანიაა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში წარმოებდა. ალბათ ქართული საზოგადოება ძალიან კარგად მიხვდება, ვინ არ შეიძლება იყოს ხელისუფლებაში ამ დროს. მთელი მსოფლიო იყო გარინდული, მათ შორის უკრაინელებიც აკვირდებოდნენ სიტუაციას, ყველა ლიდერი საუბრობდა, რომ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, საქართველოდან კი აღმოჩნდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებდნენ ერთ-ერთ მხარეს. ეს მხარე იყო იმ ადამიანის ხელმძღვანელობით, რომელიც ყველაზე სასტიკად იყო ჩაბმული უკრაინის ომში“, - აღნიშნა მდინარაძემ.