მამუკა მდინარაძე: ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ იძიებდა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს და მოჰყვა აღმაშფოთებელ ნიუანსებს ამ გამოძიებიდან გამომდინარე, აღმოჩნდა, რომ საქმის უშუალო გამომძიებელი არ იყო

მამუკა მდინარაძე: ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ იძიებდა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს და მოჰყვა აღმაშფოთებელ ნიუანსებს ამ გამოძიებიდან გამომდინარე, აღმოჩნდა, რომ საქმის უშუალო გამომძიებელი არ იყო

ფაქტია, რომ ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ იძიებდა [თამარ ბაჩალიაშვილის] საქმეს და მოჰყვა აღმაშფოთებელ ნიუანსებს ამ გამოძიებიდან გამომდინარე, აღმოჩნდა, რომ თავად საერთოდ არ იძიებდა ამ საქმეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტიკის კითხვის პასუხად განაცხადა.

„ამ ადამიანმა თავად აღიარა, რომ იცრუა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი არ იყო საქმის უშუალო გამომძიებელი. შეიძლება საგამოძიებო ჯგუფის წევრი რაღაც ეტაპზე იყო, მაგრამ რა ნიუანსებსაც ჰყვებოდა, ამ ნიუანსებთან შეხება ფიზიკურად ვერ ექნებოდა. ანუ გამოდის, რომ ადამიანი, რომელიც უშუალოდ არ იძიებდა ამ საქმეს, ჰყვებოდა საქმის დეტალებს ისე, როგორც უშუალო გამომძიებელი. გასაკვირი ამბავია და ამაზე აგებული კამპანიაც, დამატებით გასაკვირია. ეს ადამიანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მოტივაცია არ ვიცი, ათასგვარი ვერსია შეიძლება იყოს. ფაქტი არის ის, რომ ადამიანმა, რომელმაც თქვა, რომ იძიებდა უშუალოდ საქმეს და მოჰყვა აღმაშფოთებელ ნიუანსებს ამ გამოძიებიდან გამომდინარე, აღმოჩნდა, რომ თავად საერთოდ არ იძიებდა ამ საქმეს და ეს არის ფაქტი, რომელიც ცალკე რეაგირებას და შეფასებას საჭიროებს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით 25 ივნისს დააკავეს. მან დღეს ბრალი აღიარა და თქვა, რომ დანაშაულს ინანიებს.

სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში გამოძიება მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე 2 მაისს დაიწყო.