მამუკა მდინარაძე: მინდა მადლობა გადავუხადოთ USAID-ს და პარტნიორ უცხოურ ორგანიზაციებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონპროექტის დამუშავებაში ორი წლის განმავლობაში

მამუკა მდინარაძე: მინდა მადლობა გადავუხადოთ USAID-ს და პარტნიორ უცხოურ ორგანიზაციებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონპროექტის დამუშავებაში ორი წლის განმავლობაში

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის სათავო ოფისში გამართულ ბრიფინგზე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ისაუბრა.

„მინდა მადლობა გადავუხადოთ USAID-ს და პარტნიორ უცხოურ ორგანიზაციებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ [„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ ] კანონპროექტის დამუშავებაში ორი წლის განმავლობაში, ასევე „საქპატენტს“ და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ კანონმდებლობას, ახალს, დახვეწილს, რომელიც მისცემს საშუალებას თითოეულ ავტორს, თუ შემსრულებელს მათზე თანაბარ, სამართლიან პირობებში გადანაწილდეს ჰონორარები. ამაზე იყო დღეს მოგეხსენებათ, ცხარე დისკუსია და საბოლოო ჯამში, კანონმდებლობა უზრუნველყოფს მათი უფლებების სათანადო დაცვას და არა მხოლოდ მათი, არამედ მომხმარებლების უფლებების. აქაც, როგორც სამედიცინო სფეროში ბალანსია ყველა ვარიანტში დასაცავი და ამ ბალანსის შენარჩუნებას და უფლებების მეტად რეალიზებას, დაცვას, გამყარებას ემსახურება სწორედ კანონპროექტი“, - განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტის კულტურის კომიტეტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს იხილავს. საკანონმდებლო ინიციატივა მმართველი უმრავლესობის დეპუტატებს ეკუთვნით, რომელთა განმარტებით, პროექტი დაეფუძნა სამ პრინციპს - გამჭვირვალობა, კარგი მმართველობა და ანგარიშვალდებულება. ინიციატორთა განმარტებით, კანონპროექტის მიზანია, საქართველოში საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესება და მისი ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან დაახლოება.