ჰოლი ბერი ცუდი დედა აღმოჩნდა

ჰოლი ბერი ცუდი დედა აღმოჩნდა

ჰოლივუდის ვარსკვლავ ჰოლი ბერის ყოფილი ბოიფრენდი გაბრიელ ობრი სასამართლოში უჩივის, რათა მათ საერთო შვილზე მეურვეობის უფლება მოიპოვოს. იმის შესახებაც ვწერდით, რომ, ჰოლი ბერის თქმით, მას და გაბრიელს მშვენიერი ურთიერთობა აქვთ და ბავშვზე ერთად ზრუნავენ. მაგრამ უეცრად პრესაში გამოჩნდა გაბრიელის ახლო მეგობრის ინტერვიუ, სადაც ის სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს.

მისი თქმით, ჰოლი ბერიმ გაბრიელს სიცოცხლე გაუმწარა მუდმივი კონტროლითა და მითითებებით. გაბრიელი ძალზე რბილი და სათნო ადამიანია, მაგრამ მის მოთმინებასაც საზღვარი აქვს. მან ვეღარ აიტანა ვარსკვლავი საყვარლის გაუთავებელი თვალთვალი და ახალი შეყვარებული გაიჩინა, რომელთან ერთადაც საზოგადოებაში დაუფარავად ჩნდებოდა.

ამ ფაქტმა კი ჰოლი ბერი საბოლოოდ გამოიყვანა წონასწორობიდან. გაბრიელმა თავის მეგობარს გაანდო, რომ ჰოლი სინამდვილეში სულ სხვა ადამიანია და არაფერი აქვს საერთო იმ ჰოლი ბერისთან, რომელსაც პუბლიკა იცნობს. გაბრიელის თქმით, მას დიდი ეჭვი აქვს, რომ ბერის ფსიქიატრის მკურნალობა შეიძლება დასჭირდეს, რადგან მისი საქციელი და გამუდმებული ეჭვიანობა პარანოიის ნიშნებს შეიცავს.

atb.ge