დღეს ლანა დელ რეი 38 წლის გახდა – წარმოგიდგენთ ბევრისთვის აქამდე უცნობ 5 ფაქტს ვარსკვლავის შესახებ

დღეს ლანა დელ რეი 38 წლის გახდა – წარმოგიდგენთ ბევრისთვის აქამდე უცნობ 5 ფაქტს ვარსკვლავის შესახებ

ლანა დელ რეი ამჟამად ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ქალი შემსრულებელია. მიუხედავად იმისა,  რომ მისი აუდიტორია ძირითადად ახალგაზრდები არიან, მის ნიჭს თაობათა შორის არსებული უფსკრულის შევსება შეუძლია. მისი კარიერის დასაწყისიდან ლანა თანატოლებისგან განსხვავდებოდა და საზოგადოებასთან კონტაქტი უჭირდა. დღეს კი ის ერთ–ერთი ყველაზე გაყიდვადი სოლო არტისტია, რომელიც უამრავი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია.

ლანა დელ რეი მისი ნამდვილი სახელი არ არის, მეტიც სანამ ის ამ სასცენო სახელზე შეჯერდებოდა მას ლიზი გრანტი, Sparkle Jump Rope Queen–ი და May Jailer–ი ერქვა. (ლანას ნამდვილი სახელი ელიზაბეტ ვულრიჯ გრანტია)

ლანა კარიერის დასაწყისში იმავე ბარში მღეროდა, სადაც ლედი გაგა. ბარი ნიუ–იორკში მდებარეობს, სწორედ იქ გაიცნო მომღერალმა მისი მენეჯერი ბობ ლეონი, რომელთანაც მალევე კონტრაქტი გააფორმა.

ლანა ნიუ იორკის ფორდჰემის უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც დაამთავრა მეტაფიზიკისა და ფილოსოფიის ფაკულტეტი. ლანამ მოგვიანებით გაამხილა, რომ მას ეს სფერო აინტერესებდა რადგან სულ ჰქონდა კითხვა “როგორ გვაახლოებს ტექნოლოგია იმის გასარკვევად, თუ როგორ გავჩნდით და რატომ.”

კარიერის დასაწყისში, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ლანა ტრაილერში ცხოვრობდა. მაშინ მისი სასცენო სახელი ლიზი გრანტი იყო. პირველი ხელფასით მან სწორედ ტრაილერი შეიძინა.

ლანა საკუთარი ინტერვიუების სრულ ჩანაწერებს ინახავს. ერთ–ერთ ინტერვიუში ლანამ ისაუბრა, რომ პრესა ხშირად მის სიტყვებს მისივე საწინააღმდეგოდ იყენებს, სწორედ ამიტომ უკვე რამდენიმე წელი ის საკუთარ ინტერვიუებს ინახავს.