ჭამეთ ბევრი ქლიავი

ჭამეთ ბევრი ქლიავი

ქლიავი გემრიელი და ძალიან სასარგებლო ხილია. მისი მთავარი ღირებულება რბილობში შემავალი პექტინია.

ის ნაწლავში აბრკოლებს ლპობის პროცესს, ასევე, უვნებელყოფს სამრეწველო საწარმოების გამონაბოლქვების გზით ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილ სიცოცხლისთვის საშიშ ლითონებს: ვერცხლისწყალს, ტყვიას, სტრონციუმს.

ასე რომ, დიდ ქალაქებში მცხოვრებმა ადამიანებმა, ანუ მათ, ვინც გამონაბოლქვს ისუნთქავს, ქლიავი ხშირად უნდა ჭამონ.

ქლიავის ნაყოფის უჯრედისი ნაწლავების პერისტალტიკას აძლიერებს. ის სასარგებლოა მათთვის, ვისაც ნაკლებადმოძრავი და მჯდომარე ცხოვრების წესი აქვს.

ამ შემთხვევაში მათ ყველაზე უკეთ შავქლიავა ეხმარება. ის აღიარებულია არა მხოლოდ ხალხური, არამედ კლასიკური მედიცინის მიერაც.

კუჭ-ნაწლავის მუშაობის უწამლოდ აღსადგენად, სრულიად საკმარისია დღეში 10-15 ცალი ტკბილი ქლიავის ჭამა.