უკრაინას საშუალო მანძილზე მოქმედი საზენიტო-სარაკეტო სისტემა გადაეცა. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
საქმე ეხება ფრანკო-იტალიური წარმოების, საშუალო მანძილზე მოქმედ საჰაერო თავდაცვის სისტემა SAMP/T-ს, რომელიც თავდაცვით ფუნქციას ასრულებს.
უკრაინის ცის დასაცავად SAMP/T სისტემის გადასაცემად მზადყოფნის შესახებ პარიზმა რომთან ერთად თებერვალში განაცხადა, მოგვიანებით კი გავრცელდა ცნობა, რომ მისი გამოყენების შესასწავლად 20-მა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ იტალიაში წვრთნა გაიარა.