ატლანტის ოკეანეში ტიტანიკის ნამსხვრევების დასათვალიერებლად ტურისტულ ექსპედიციაში მყოფი წყალქვეშა ნავი გაუჩინარდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
ბოსტონის სანაპირო დაცვაში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ხომალდზე ხუთი ადამიანი იმყოფება: კაპიტანი, სამი ტურისტი და გიდი.
სამძებრო ოპერაციაში რამდენიმე სამთავრობო უწყება და კერძო კომპანიაა ჩართული.
Sky News-ის ცნობით, წყალქვეშა ნავზე ბრიტანელი მილიარდერი ჰამიშ ჰარდინგი იმყოფება, რომელიც კომპანია Action Aviation-ის მფლობელია.