უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას ევროპარლამენტში ევროდეპუტატების კრიტიკა მოჰყვა. პეტერ სიიარტომ უკრაინის ომის დასრულებისა და მშვიდობის დამყარების ბუდაპეშტისეულ ხედვაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა, დასავლეთი კი უკრაინისთვის იარაღის მოწოდების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღება თუ არ შეწყდება, არ შეწყდება ომიც.
მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ომის დასრულებისთვის მოსკოვთან მოლაპარაკებაა საჭირო. მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე და მათ უსარგებლო უწოდა.