ბელარუსები ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხისთვის ემზადება

ბელარუსები ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხისთვის ემზადება

ბელარუსები ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხისთვის ემზადებიან. ამის შესახებ დასავლური მედია გამოცემა „ტაიმის“ცნობაზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პოლონეთში ბელარუსი მებრძოლების დიდი ჯგუფის მომზადება უკვე დაწყებულია. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საბრძოლო მომზადების პროცესს ბელარუსის ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი ოფიცრები ატარებენ, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიან. მოხალისეებს მომავალ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად ამზადებენ.