შექმნეს მინიატურული ხელჩანთა, რომელიც მხოლოდ მიკროსკოპით ჩანს

შექმნეს მინიატურული ხელჩანთა, რომელიც მხოლოდ მიკროსკოპით ჩანს

ხელჩანთა შეიძლება იყოს პატარა, მაგრამ ასეთი?

ბოლო დროს გამოჩნდა ხელჩანთები, რომლებიც თითის ზომისაა. ეს შეიძლება არაპრაქტიკული იყოს, მაგრამ მსგავსი ნივთებით საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ხშირად ჩნდებიან.

თუმცა, ეს არაფერია იმასათან, რაზეც ამ სტატიაში ვსაუბრობთ. ბრუკლინში დაფუძნებულმა ბრენდმა შექმნა ის, რასაც "ბოლო სიტყვას" უწოდეს. საუბარია მინიატურულ ჩანთაზე, რომლის დანახვაც მხოლოდ მიკროსკოპით არის შესაძლებელი.

დიახ, ლუი ვიტონის სტილის ჩანთა შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს.

ფლუორესცენტური აქსესუარი, რომელიც ზომით მარილის მარცვალს შეგვიძლია შევადაროთ, დამზადებულია ფოტოპოლიმერული ფისისგან.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩანთა პარიზის აუქციონზე 20-დან 24 ივნისამდე გაიყიდება.

"არსებობს დიდი, ჩვეულებრივი და პატარა ხელჩანთები, მაგრამ ეს არის ბოლო სიტყვა ნივთის მინიატურიზაციის მხრივ. დროსთან ერთად ხელჩანთები სულ უფრო პატარავდება, შესაბამისად, ჩვენი პროდუქტი ეპოქალური ამოძახილია", — ნათქვამია ბრენდის განცხადებაში.

ხელჩანთა MSCHF-მა შექმნა, ბრენდმა, რომელიც ცნობილია ავანგარდისტული აქტივობებითა და პროდუქტებით.