პეკინში ენტონი ბლინკენისა და ცინ განის შეხვედრა დასრულდა

პეკინში ენტონი ბლინკენისა და ცინ განის შეხვედრა დასრულდა

პეკინში ენტონი ბლინკენისა და ცინ განის შეხვედრა დასრულდა. ჩინეთისა და ამერიკის პირველმა დიპლომატებმა ორმხრივი ურთიერთობის, ტაივანისა და უკრაინის საკითხები განიხილეს.

როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ორი ქვეყნის ურთიერთობა დღეისათვის ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც არც ვაშინგტონისა და არც პეკინის ინტერესებში არ შედის. მთავარ პრობლემად განმა ტაივანის პრობლემა დაასახელა და ვაშინგტონს კიდევ ერთხელ მოუწოდა, „ერთი ჩინეთის“ პრინციპს სცეს პატივი.

ენტონი ბლინკენმა დიპლომატიისა და ღია დიალოგის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და ჩინელ კოლეგას განუცხადა, რომ შეერთებული შტატები საკუთარ ინტერესებს მომავალშიც დაიცავს. ცნობილი ხდება ისიც, რომ ბლინკენმა განი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში მიიწვია.