შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრი აცხადებს, რომ უდანაშაულოა და კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ნიკოლა სტარჯონის თქმით, ის შოტლანდიის ნაციონალური პარტიიდან წასვლას არ აპირებს და პარლამენტში დაბრუნებას გეგმავს.
ეს სტარჯონის პირველი საჯარო განცხადებაა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას შოტლანდიის ნაციონალური პარტიის დაფინანსების საკითხზე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ის რამდენიმე საათით დააკავეს.
პოლიციამ გამოძიება 2021 წელს დაიწყო, როდესაც სამართალდამცველებმა მიიღეს საჩივარი 600 ათასი გირვანქა სტერლინგის არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ. თანხა აქტივისტებმა შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის კამპანიის ჩასატარებლად შეაგროვეს.