ინგრედიენტები
1 შეკვრა (340 გრ) ფერადი მაკარონი
1 ჭიქა იტალიური სალათის საკმაზი
230 გრამი კუბიკებად დაჭრილი ჩედარი
2 ცალი ბულგარული წიწაკა
მომზადება
მაკარონი მოხარშეთ. გადაწურეთ და გაავლეთ ცივ წყალში. ბოლომდე გადაწურეთ და დიდ თასზე გადაიტანეთ.
შეურიეთ იტალიური სალათის საკმაზი, კუბიკებად დაჭრილი ჩედარი და დაჭრილი ბულგარული წიწაკა. დააფარეთ და მირთმევამდე შედგით მაცივარში. შეგიძლიათ, მომზადებისთანავე მიირთვათ, მაგრამ უმჯობესია თუ მირთმევამდე 1 – 2 საათით გააცივებთ.